Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე უსახლკარო ადამიანებისათვის სოციალური საცხოვრისის მშენებლობა თებერვლის თვეში დასრულდება

თარიღი : 14-11-2016, 12:15 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანებისთვის 4- სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა გრძელდება.
http://www.picz.ge/img/s3/1611/14/6/6bbae130e574.jpg
ქალაქის მერის, შოთა მურღულიას ინფორმაციით, აღნიშნული სოციალური საცხოვრისის მშენებლობა 2017 წლის თებერვლის თვეში დასრულდება და საცხოვრებელი ფართით 48 ოჯახის დაკმაყოფილება მოხდება.

"პირველ ეტაპზე საუბარია 48 ბინაზე. ეს რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის. თუმცა ჩვენ ამით შევძლებთ, პირველ ეტაპზე დავაკმაყოფილოთ ის ოჯახები, რომლებსაც უკიდურესად უჭირთ, საცხოვრებელი სახლი არ აქვთ და ქირის გადახდის საშუალებაც არ გააჩნიათ. ძალიან რთული პროცესი იქნება რიგითობის განსაზღვრა. ამისთვის კომისია ცალკე მუშაობს და პირველ ეტაპზე რასაც ვადგენთ, ეს კრიტერიუმებია. მსურს, რომ ობიექტური კრიტერიუმებით შევაფასოთ, რადგან ვინც მოგვმართა, დალხენილი არც ერთი არ არის,"- აცხადებს შოთა მურღულია.

ცნობისთვის, ნიკეას ქუჩაზე სოციალური საცხოვრისი ადგილობირივი ხელისუფლების დაფინანსებით ხორციელდება და მის მშენებლობაზე მილიონი ლარი იხარჯება.


ნანახია: 5097-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თემურ ცამციშვილი ქუთაისის მერიას რამდენიმე კითხვით მიმართავს.
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე უსახლკარო ადამიანებისათვის სოციალური საცხოვრისის მშენებლობა თებერვლის თვეში დასრულდება.
მიმდინარე სამუშაოები ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ საბინაო სამსახურის უფროსთან და თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერა.
შპს ,,სანო“-მ კონკურსისათვის 2000 კვ-ზე მეტი ფართი წარმოადგინა ნიკეას ქუჩაზე.
საქართველოში სოციალური საცხოვრისი პირველად ქუთაისში აშენდა.
უსახლკარო მოქალაქეების შესახლებას ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლება იმ კორპუსში გეგმავს, რომელიც ქალაქში, ნიკეას ქუჩაზე აშენდა.

ამინდი