Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"მის ქუთაისის" ორგანიზატორის კომენტარი სკანდალურ სილამაზის კონკურსზე

თარიღი : 25-11-2013, 21:38 | კატეგორია: საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისში, მესხიშვილის თეატრში 24 ნოემბერს ჩატარებული სილამაზის კონკურსის ორგანიზატორი კონკურსის მიმდინარეობისას მომხდარ დაპირისპირებასა და „ოცნების“ მაისურებიან მონაწლეებზე პირველ კომენტარს აკეთებს.
შპს „Like Georgia”-ს გენერალური მენეჯერის მეუღლის გია პოროხოვის თქმით, „ოცნების“ მაისურებითა და დროშებით მონაწილეების სცენაზე გამოყვანა კოალიციის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა იყო.
„ოცნების“ დროშებით ბავშვების გამოსვლა თუ საპრობლემო არის, არ ვიცი. მიშას დროს ტრანსპორტში ვერ შეხვიდოდით, რომ მათი რეკლამა არ ყოფილიყო და პიარი არ გაეკეთებინათ. ჩვენ არაფერი ისეთი არ დაგვიშავებია. აქ ვინმე „ნაციონალი“ რომ ყოფილიყო მშობელი, ბავშვს არ ჩააცმევდა. არავის არაფერი უთქვამს გარდა ერთი-ორი „ნაციონალისა“, რომლებიც ქუთაისის წარმომადგენლები იყვნენ და ჟიურიში ისხდნენ,“ - ამბობს გია პოროხოვი.
სილამაზის კონკურსის ორგანიზატორის მეუღლე ნომინაციების განაწილების საკითხზე მომხდარ დაპირისპირებასაც ეხება და აცხადებს, რომ ჟიურიმ და ორგანიზატორმა თავიდან ერთმანეთს ვერ გაუგეს.
„საბოლოო ჯამში ჩვენი გადაწყვეტილებები ერთმანეთს დაემთხვა. თავიდან ვერ გავუგეთ ერთმანეთს. სინამდვილეში ერთი და იმავე კანდიტურა ჰყავდათ ორგანიზატორებსაც და ჟიურის წევრებსაც. რა ვიცი ბოლის ყველა კმაყოფილი დარჩა იქედან,“ - ამბობს პოროხოვი.
გია პოროხოვის თქმით, აღნიშნულ კონკურსს მხარდაჭერას ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი და მერის მოვალეობის ასევე ყოფილი შემსრულებელი კოტე ლომიძე უცხადებდა და კონკურსის შესახებ საქმის კურსში სწორედ ლომიძე იყო.


ნანახია: 2218-ჯერ

მსგავსი სიახლეები
"ორგანიზატორმა თვიტონ ჩამოარიგა წლოვანების მიხედვით მისების და ვიცე-მისების ნომინაციები. ჩვენ რომ ვთქვით, რომ ეს ნომინაციები
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში "მის ქუთაისის" შესარჩევი კონკურსი ბიძინა ივანიშვილის სიტყვებით
ქუთაისის ვიცე-მერების-კოტე ლომიძისა და თენგო თოფურიძის გარდა, თანამდებობას შესაძლოა კიდევ ერთი ვიცე-მერი ნიკო კაჭკაჭიშვილი
თოფურიძის თქმით, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის შესაბამისი ბრძანების თანახმად, ის მერის მოვალეობას 30 სექტემბრიდან ასრულებს.
ქუთაისში, ქვეყნის პრემიერ ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის მოსახლეობასთან
„თვითონ საკრებულოს თავმჯდომარეს დაუსვით ეს შეკითხვა. ეს მათი პრეროგატივაა,“ - ამბობს კოტე ლომიძე.

ამინდი