ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე კავკასიის უდიდესი წიგნთსაცავი, სადისკუსიო კლუბი და ლიტერატურული კაფე გაიხსნება
თარიღი : 13-11-2016, 23:41 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში, ნიკეას #10- ში კავკასიის უდიდესი წიგნთსაცავი, სადისკუსიო კლუბი, ლიტერატურული კაფე და "ცისფერყანწელების ბაღი–სამკითხველო" გაიხსნება,- ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე ინფორმაციას სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებს.
„დავდებ ამ ფორმითაც და მოჰფინეთ თქვენს კედლებს ქუთაისელ-ქუთაისის მოყვარულებმა. მოკლედ, დიდი ამბავი: ქუთაისში, ნიკეას 10 ნომერში წინ მიიწევს ჩვენი ერთი დიდი პროექტი: ეროვნული ბიბლიოთეკის ნიკო ნიკოლაძის კორპუსი.
რა იქნება: კავკასიის უდიდესი სარეზერვო წიგნთსაცავი (მილიონამდე გამოცემა), სადისკუსიო კლუბი, ლიტერატურული კაფე, ცისფარყანწელების ბაღი-სამკითხველო. გვინდა სასტუმრო ოთახის გაკეთება უცხოელი მწერლისთვის ან მეცნიერისთვის, რომელიც უფასოდ იცხოვრებს, ოღონდ რამე კვლევას დაწერს და გამოაქვეყნებს საზღვარგარეთულ პრესაში,“–აღნიშნავს კეკელიძე.
ცნობისთვის, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა რამდენიმე თვის წინ ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში „წიგნის ბუდე“ გახსნა.
ხატია ბანძელაძე