Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის ისტორია

topnews.com.ge
1861 წლის 3 მარტს ქუთაისში, სცენისმოყვარულების მონაწილეობით, გაიმართა პირველი, ისტორიული წარმოდგენა, გიორგი ერისთავის კომედია "გაყრა", რომლითაც აღინიშნა ახალი მოძრაობის დასაწყისი ქართული თეატრის ისოტრიაში.

1880 წელს ქუთაისში დაფუძნდა პროფესიული დასი, რომელსაც 1885 წელს სათავეში ჩაუდგა ცნობილი მსახიობი და რეჟისორი კოტე მესხი.

1894-1905 წლებში ქუთაისის თეატრს ხელმძღვანელობდა მსახიობი და რეჟისოსი ლადო ალექსი-მესხიშვილი.


1928 წელს ქუთაისში დაარსდა მეორე სახელმწიფო თეატრი, ქუთაისი-ბათუმის თეატრის სახელწოდებით, კოტე მარჯანიშვილის ხელმძღვანელობით.ორი სათეატრო სეზონის განმავლობაში, ქართული თეატრის რეფორმატორმა, დიდმა რეჟისორმა, ქართული სცენის მსახიობთა ჭეშმარიტ თანავარსკვლავედდთან ერთად, აქ განახორციელა თავისი საუკეთესო დადგმები.

1940 წელს ქუთაისის თეატრს ლადო მესხიშვილის სახელი მიენიჭა.

1955 წელს ოფიციალურად გაიხსნა ქუთაისის დრამატული თეატრის ახალი შენობა, უნიკალური არქიტექტურის ნაგებობა, რომელსაც 2009 წელს ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

2009 წელს მესხიშვილის თეატრში გაიხსნა 100 ადგილიანი მცირე სცენა და ქუთაისის თეატრის ისტორიის ამსახველი მუზეუმი.
2009-2010 წლებში, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, თეატრის შენობის წინ საზეიმოდ გაიხსნა მესხიშვილის თეატრის სამი მსახიობის სახელობითი ვარსკვლავი: ევა ხუტუნაშვილის, ანზორ ხერხაძის და ერემო სვანაძის.

2012 წელს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი 150 წლის იუბილეს რეაბილიტირებული შენობით შეხვდა.

დღეის მდგომარეობით კი, ქუთაისის ლადო მესხისვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი სიხარულიძე, დირექტორი სულხან გოგოლაშვილია.

მომზადებულია "ქუთაისის" წიგნის მიხედვით

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის ისტორია


ნანახია: 4760-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გამოფენა ქართული თეატრის დღეს მიეძღვნა.
სამხატვრო ხელმძღვანელის ვაკანტურ ადგილზე სამი კანდიდატურა იყო წარდგენილი: ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ამჟამინდელი
თეატრის კრიტიკოსებისაგან შემდგარმა სარეკომენდაციო ჯგუფმა, 26 თეატრის 28 განაცხადიდან, მხოლოდ 6 თეატრის 6 სპექტაკლი შეარჩია.
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის სცენაზე, სანდრო ახმეტელის თეატრის მსახიობებმა სპექტაკლი