Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისი დღეს (ფოტო)

თარიღი : 13-11-2016, 13:10 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ამგვარი მდგომარეობა ქუთაისში, ლადო ასათიანისა და ჭავჭავაძის გამზირის კვეთაზე გვხვდება. ასათიანის ქუჩაზე რამდენი თვეა წყლის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ ისინი სამუშაოების დამკვეთი არ არიან და შესაბამისად, ვერც სამუშაოების ვადებზე აგებენ პასუხს.
http://www.picz.ge/img/s3/1611/13/f/f9509360ef37.jpg
"ლ.ასათიანის ქუჩაზე რამდენიმე თვეა წყლის სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კონტრაქტორი ,,SMK" ახორციელებს. მერია დამკვეთი არ არის. შესაბამისად, თვითმმართველობა სამუშაოების ვადებზე პასუხს არ აგებს. ასათიანის ქუჩაზე სამუშაოები მართლაც გაჭიანურებულია, რომელზეც პასუხისმგებლობა ფირმა „SMK”-ს ეკისრება. აღნიშნული ფირმის მენეჯმენტი ცოტა ხნის წინ სწორედ გაჭიანურებული სამუშაოების გამო შეიცვალა. პრობლემის მოგვარების ხელშეწყობის მიზნით ქუთაისის მერიამ სამი დღით მთლიანად გადაკეტა ქუჩა, რათა დროულად მოხდეს სამუშაოების დასრულება. უკვე დაიტესტა წყალი მთავარ მილებში, ამჟამად ხორციელდება წყლის მოსახლეობაში გადაყვანა. თუკი კომპანიას სამუშაოების დასასრულებლად სამი დღე არ ეყოფა, ვადის გაგრძელებაზე მერია გადაწყვეტილებას მიიღებს. წყლის სამუშაოების დასრულების შემდეგ, ლ.ასათიანის ქუჩაზე გზის საფარის სრული რეაბილიტაცია მოხდება, რომელსაც ასევე ფირმა “SMK” ახორციელებს," - აცხადებენ ქუთაისის მერიის პრესსამსახურში.


ნანახია: 2392-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერია არასამთავრობო ორგანიზაცია 'ევროპა ჩვენი სახლია'-ს დამფუძნებლის, თორნიკე ბარათაშვილის მიერ ასათიანის ქუჩაზე,
ქუთაისში, ასათიანის ქუჩაზე ჩატარებული წყლის სისტემისა და გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ, გზის ნაწილი
მოსახლეობა წყალმომარაგების კომპანიისგან ყურადღებას ითხოვს.
წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე მომუშავე თურქულმა ფირმა SMK-მ სამუშაოები ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე დაიწყო.
ქუთაისში, ასათიანის ქუჩაზე მიმდინარე წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ქალაქის ქუჩების ნაწილს წყალმომარაგება
ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ,ლადო ასათიანის ქუჩაზე დასრულებული და მიმდინარე გზის საფარის სამუშაოების მონიტორინგი განახორციელა.

ამინდი