Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

შსს-მ ოჯახში ძალადობის პრევენციის საკითხებზე იმერეთში რეგიონული შეხვედრა და ტრენინგი ჩაატარა

თარიღი : 13-11-2016, 11:46 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ქუთაისის ოფისში, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში ოჯახში ძალადობის პრევენციის ერთიანი პოლიტიკის შექმნის ხელშეწყობის მიზნით, რეგიონული თემატური შეხვედრა გამართა.

შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში“ ფარგლებში ჩატარდა და მასში პოლიციის, პროკურატურის, სოციალური მომსახურების სააგენტოს, სასამართლოს და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ღონისძიების მიზანი იყო ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი თანამშრომლობის ქსელის შექმნა და ჩართულ მხარეებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ადგილობრივი სამართალდამცველებისთვის ოჯახში ძალადობის თემაზე კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგი ჩატარდა.

შსს-ს ცნობით, მსგავსი ტრენინგები და შეხვედრები ხელს უწყობს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი, მოქნილი სისტემის შექმნას, ქვეყანაში არსებული საკანონმდებლო მექანიზმების შესახებ საზოგადოების და სამართალდამცველების ცნობიერების ამაღლებას და აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი მიდგომების შემუშავებას, რაც მის შემცირებას და პრევენციას უზრუნველყოფს.


ნანახია: 1562-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სოციალური
ტრენინგების კურსს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის პედაგოგები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის აპარატის
გადამზადების კურსებს ყველა სამხარეო სამმართველოს უბნის ინსპექტორები გაივლიან
ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აქციას ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები

ამინდი