Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულის 40-ზე მეტ სოფელში გზები მობეტონდება

თარიღი : 11-11-2016, 18:40 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
7 ნოემბერს გამართულ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომაზე დეპუტატებმა რეგიონული განვითარების ფონდში გასაგზავნ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იმსჯელეს.

2017 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რეგიონული განვითარების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების ნუსხაში ცვლილებები შევიდა. გამგეობის ინფრასტრქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფოსის, მალხაზ ფხალაძის განმარტებით, ცვლილებები პროექტებში ადგილობრივი ხელისუფლების მიერ საგზაო ინფრასტრუქტურაზე პრიორიტეტის მინიჭებამ გამოიწვია. ათი ინფრასტრუქტურული პროექტის ნაცვლად, რგფ-ში დასაფინანსებლად თვრამეტი პროექტი განიხილება. კერძოდ, 2017 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში იგეგმება:

1. ლაშის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში (ხემაღალი 300 მ, ღვერკი 300 მ, იგორეთი 300 მ, უჩამეთი 300 მ, ლაშე ხუთ ადგილზე -1500 მ.) გზების რებილიტაცია. პროექტის საერთო ღირებულება 540 000 ლარი;
2. მოლითის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში (ნებოძირი 800 მ, დეისი 300 მ, ქვები 300 მ, ბაბი 300 მ, მოლითი 300 მ, ბეჟათუბანი 300 მ.) გზების რეაბილიტაცია. პროექტის ღირებულება 460 000 ლარი;
3. ლეღვნის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში (ლეღვანი 300 მ, მარელისი 300 მ.) გზების რეაბილიტაცია. პროექტის ღრებულება 120 000 ლარი;
4. ვახანის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში (ვახანი 1 100 მ, ზედუბანი 300 მ, სერბაისი 300 მ.) გზის რეაბილიტაცია. პროექტის ღირებულება 340 000 ლარი;
5. საღანძილის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში (ვანი 1 000 მ, ჩხერი 1 000 მ, ჯაფაროული 300 მ, საღანძილე 300 მ, ზარანი 600 მ.) გზების რებილიტაცია. პროექტის ღირებულება 640 000 ლარი;
6. ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფელ ღარიხევის გზის რეაბილიტაცია). პროექტის ღირებულება 60 000 ლარი;
7. ბორითის ადმინისტრაციული ერთეულში (მაქათუბანი-ტალახაძეების უბანი 800 მ, გამცემლიძეების უბანი 300 მ, ვაშლევში ტაძართან 600 მ, გაღმა ვაშლევში 800 მ.) გზების რეაბილიტაცია. პროექტის ღირებულება 500 000 ლარი;
8. დაბა ხარაგაულის ქუჩების რეაბილიტაცია (19 ადგილზე). პროექტის ღირებულება 572 000 ლარი;
9. ვარძიის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფელ ვარძიის პირველ უბანში) გზის რეაბილიტაცია. პროექტის ღირებულება 100 000 ლარი;
10. ზვარეს ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში (ჩრდილის პირველი უბანი 700 მ, ჩრდილის მეორე უბანი 1 700 მ.) გზების რეაბილიტაცია. პროექტის ღირებულება 480 000 ლარი;
11. სარგვეშის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში (საბე 300 მ, ხორითი 300 მ, სარგვეში ცისკაძეების უბანი 400 მ.) გზების რეაბილიტაცია. პროექტის ღირებულება 280 000 ლარი;
12. ფარცხნალის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში (ფარცხნალი 900 მ, ღუდუმექეთი 300 მ, ისლარი 300 მ, ახალსოფელი 300 მ.) გზების რეაბილიტაცია. პროექტის ღირებულება 360 000 ლარი;
13. წიფის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში (გოლათუბანი 800 მ, წიფა 300 მ.) გზების რეაბილიტაცია. პროექტის ღირებულება 220 000 ლარი;
14. წყალაფორეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში (ხონი 400 მ, ლახუნდარა 700 მ.) გზების რეაბილიტაცია. პროექტის ღირებულება 220 000 ლარი;
15. ხევის ადინისტრაციული ერთეულის სოფლებში (წაქვა 1 000 მ, გრიგალეთი 400 მ.) გზების რეაბილიტაცია. პროექტის ღირებულება 280 000 ლარი;
16. სოფელ ხიდრის ცენტრალური გზის (300 მ.) რეაბილიტაცია. 60 000 ლარი;
17. კიცხის ადმინისტრაციული ერთეული სოფლებში (ბორი 300მ, საქარიქედი 300მ. კიცხი მდინარაძეების უბანი 500მ.) 1,100 მეტრი გზების რეაბილიტაცია. 220 000
18. ხუნევის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში (ვერტყვიჭალა 300 მ, ბჟინევი 800 მ.) გზების რეაბილიტაცია. პროექტის ღირებულება 220 000 ლარი;
19. ნადაბურის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის აშენება. პროექტის ღირებულება 150 000 ლარი.

ჯამში ზემოთ ჩამოთვლილი პროექტებისთვის 5 მილიონზე ლარზე მეტი დაიხარჯება.

საკრებულომ მუნიციპალიტეტის 40-ზე მეტ სოფელში, რთულ მონაკვეთებზე გზების მობეტონების პროექტები მოიწონა და ხმათა უმრავლესობით, 2017 წელს ხარაგაულში საგზაო ინფრასტრუქტურის პრიორიტეტად არჩევას დადებითი შეფასება მისცა.

NS


ნანახია: 3239-ჯერ

მსგავსი სიახლეები
2017 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურული პროექტების სამოქმედო გეგმაში, რომელსაც რეგიონული
ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით გამოცხადებული ელექტრონული ტენდერები უკვე დასრულდა.
ვანის მერიის ანგარიში საზოგადოებას.

ამინდი