Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულში საკრებულოს ახალ თავმჯდომარეს რიგგარეშე სხდომაზე აირჩევენ

თარიღი : 11-11-2016, 18:32 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ხარაგაულში საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომაზე, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ვარლამ თავზარაშვილმა ფრაქციის დეპუტატების სახელით, საკრებულოს თავჯდომარის პოსტზე მანანა ბარბაქაძე დაასახელა.

საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, რომელიც 14 ნოემბერს გაიმართება, დეპუტატები საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მანანა ბარბაქაძის კანდიდატურას უყრიან კენჭს. ამასთანავე, დეპუტატები საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესა და ერთ-ერთი კომისიის თავმჯდომარეს აირჩევენ.

დღევანდელი ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებს გამგეობის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ გელაშვილმა საბიუჯეტო ცვლილება წარუდგინა. ცვლილება ბიუჯეტში ა(ა)იპ–ების მიერ თანხების მოთხოვნამ განაპირობა. ა(ა)იპ–ებს ნოემბრის თვის შრომის ანაზღაურებისა და სხვა გადაუდებელი ხარჯების დასაფინანსებლად დამატებით ესაჭიროებათ სუბსიდია 170.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის, შრომის ასანაზღაურებლად 152,9 ათასი ლარი და დანარჩენი ხარჯებისათვის - 17,1 ათასი ლარი.
თანხების დამატებას შემდეგი ა(ა)იპ-ები ითხოვენ:

- ა(ა)იპ ,,ხარაგაულდასუფთავება“’ - 45,0 ათ. ლარი;
- ა(ა)იპ ,,ხარაგაულკეთილმოწყობა“ 24,0 ათასი ლარი ( გარე განათება -6,0 ათ. ლარი და პარკები და სკვერები 18,0 ათასი ლარი);
- ა(ა)იპ ,,სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება“ 65,0 ათასი ლარი;
- ა(ა)იპ „კულტურის ცენტრი“ - 20,3 ათასი ლარი;
- ა(ა)იპ „ცენტრალური ბიბლიოთეკა“ - 15,0 ათასი ლარი;
- ა(ა)იპ „ისტორიული მუზეუმი“ – 0,7 ათასი ლარით.

გამომდინარე აქედან, საჭიროა მიმდინარე წლის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამებსა და ღონისძიებებში მოხდეს ცვლილება, კერძოდ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ათი თვის ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების შესრულების ანგარიშიდან გამომდინარე შესაძლებელია მუნიციპალიტეტის პროგრამულ ბიუჯეტში შემცირდეს:

- ,,ხიდების, ბოგირების აშენება, შეკეთება“ - 35,0 ათასი ლარით;
- ,,სანიაღვრე და საკანალიზაციო არხების, დამბებისა და წყლის შემკრები ავზების მოწყობა’’ - 19,9 ათასი ლარით;
- ,,წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია“ - 50,0 ათასი ლარით;
- ,,კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია“ - 13,0 ათასი ლარით;
- ,,სოფლის მეურნეობის დაფინანსება“ ქვეპროგრამის კოდი 03 06 - 5,0 ათასი ლარით;
- ,,სოციალური დაცვისა და უზრუნველყოფის ობიექტების რეაბილიტაცია და ინვენტარით უზრუნველყოფა“ - 15,1 ათასი ლარით;
- ,,სარეზერვო ფონდი ‘’ - 20,0 ათასი ლარით;
- ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მკურნალობისა და დახმარების ხარჯები“ - 12,0 ათასი ლარით.

NS


ნანახია: 1740-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხარაგაულის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის(თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი) სხდომაზე, კომისიის წევრებმა 2016 წლის საბიუჯეტო
საკრებულომ ჯამში 767 ათასი ლარის საბიუჯეტო ცვლილება დაამტკიცა
დღესვე, 450 ათასი ლარით დაფინანსდა საკალათბურთო გუნდი "ქუთაისი"
"ხარაგაულდასუფთავება“ ოქტომბრის თვის ხელფასების გაცემისთვის და სხვა აუცილებელი ხარჯებისათვის დამატებით 50 ათასი ლარს ითხოვს

ამინდი