Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ღვინის გზა',- პატარების მიერ გაცოცხლებული იმერული შემოდგომის ტრადიცია თერჯოლაში

თარიღი : 11-11-2016, 18:24 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი თეიმურაზ ჯაფარიძე თერჯოლის 1-ლ საბავშვო ბაღში იმყოფებოდა, სადაც 5-6 წლიანთა ჯგუფის მიერ გამართულ ღონისძიებას დაესწრო. ზეიმს ასევე ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქალაქ თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ლილუაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე სოფიო ბუსკივაძე, ა(ა)იპ „თერჯოლის სკოლამდელი აღზრდის მუნიციპალური ცენტრის“ დირექტორი მაია თორთლაძე და სხვა საპატიო სტუმრები.
http://www.picz.ge/img/s2/1611/11/9/9668f5374358.jpg
საბავშვო ბაღის 5-6 წლიანთა ჯგუფის მიერ წარმოდგენილი იყო შემეცნებითი პროექტი „ღვინის გზა“. პატარები სტუმრებს ფიალებით ხელში ლამაზი ლექსებითა და სადღეგრძელოებით შეეგებნენ, მისალმების შემდეგ კი ეზოში საგანგებოდ ამ დღისათვის მოწყობილ სცენაზე გაიმართა კონცერტი, რომელიც საქართველოში ვაზისა და ღვინის განვითარების ისტორიასა და იმერული შემოდგომის ტრადიციებს მიეძღვნა.
http://www.picz.ge/img/s2/1611/11/e/e11f5d2827e7.jpg
იმერულ და ეროვნულ კოსტიუმებში გამოწყობილმა პატარებმა პატრიოტული და შემოდგომისადმი მიძღვნილი ლექსებით, სიმღერებითა და ქორეოგრაფიული ნომრებით მოხიბლეს დამსწრე საზოგადოება. დაარჩიეს სიმინდი, დაწურეს ყურძენი, მოადუღეს თათარა და ამოავლეს ჩურჩხელები. ყველა ბავშვმა იმხიარულა და სტუმრებსაც ძალიან მოეწონათ პატარების შემოქმედებითი აქტივობა.

NS


ნანახია: 2417-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი თეიმურაზ ჯაფარიძე,საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე სოფიო ბუსკივაძე, ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი საბავშვო ბაღის გამოსაშვები ჯგუფის ღონისძიებას დაესწრო.
თუზის საბავშვო ბაღი, რომელიც 2015 წელს მოეწყო რეგიონალური განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხით, 70 ბავშვზეა გათვლილი. ამჟამად
მსმენელი ოვაციით შეხვდა ჯგუფის მიერ შესრულებულ ქართულ ხალხურ სიმღერებს.
ღონისძიება 1-ლი საბავშვო ბაღის 5-6 წლიანთა 2-მა ასაკობრივმა ჯგუფმა გამართა.
ფესტივალის მიზანია იმერული ღვინის, საოჯახო მარნების პოპულარიზაცია.

ამინდი