Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'გააგრძელე საქართველოს ისტორია,' -პროექტის მეორე სეზონის პრეზენტაცია ქუთაისში

თარიღი : 11-11-2016, 13:44 | კატეგორია: ახალი ამბები, ანონსი   
topnews.com.ge
საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელეფილმების გაერთიანება აგრძელებს საქართევლოს სხვადასხვა რეგიონში ადგილობრივი მოსახლეობისთვის ახალი პროექტების წარდგენას. მაუწყებლის მხატვრული და დოკუმენტური სტუდიების შემოქმედებითი ჯგუფი ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში პროექტის -„გააგრძელე საქართველოს ისტორია“ მეორე სეზონის პრეზენტაციას გამართავს. ასევე, მოეწყობა ფილმების გადაღების პროცესში ვანო ფიცხელაურის მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა.
'
ღონისზიების ფარგლებში, ნაჩვენები იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლის მხატვრული ფილმების სტუდიის პროექტის „დღეები და ღამეები“, ფილმი „კადეტი“, რომელიც აკა მორჩილაძის მოთხრობის მიხედვით ალექსანდრე ჯანდიერმა გადაიღო. მაყურებელს შევახსენებთ, რომ აკა მორჩილაძის მოთხრობების მიხედვით გადაღებული ფილმების ნახვა პირველი საზოგადოებრივის ეთერში ყოველ კვირა დღეს, 21:30-ზე შეუძლიათ. ფილმების ციკლი „დღეები და ღამეები“ 10 სხვადასხვა ამბის მიხედვით, 10 რეჟისორის მიერ არის გადაღებული, რეჟისორები საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ღია კონკურსის შედეგად შეარჩია.

პრეზენტაციაში და ჩვენებაში მონაწილეობას მიიღებენ ორივე პროექტის შემოქმედებითი ჯგუფის წევრები, ავტორები, რეჟისორები და მსახიობები.

ღონისძიება მესხიშვილის თეატრის მცირე სცენაზე, 19 საათზე დაიწყება.


ნანახია: 1191-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ფილმების ჩვენებაზე დასწრება თავისუფალია.
16-19 ნოემბერს ქუთაისი ქართული კინოს ფორუმს უმასპინძლებს,
ფილმების ჩვენება ქუთაისის გარდა, ტყიბულსა და ჭიათურაშიც მოეწყო.
ჯგუფის წევრებმა გადაიღეს წყალტუბოცა და ქუთაისიც.
შერჩევა მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მოხდება.
სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი ნინო ძოწენიძე ქუთაისში, ქალაქის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მომხდარი ფაქტის შესახებ წერს და მშობლებს სიფრთხილისაკენ
„ფული ვერ გაინაწილეს და თავში რკინა ჩაარტყა"- სასტიკი მკვლელობა ზესტაფონში
1989 წელს დაბადებული, საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე ლ.ბ. მიმდინარე წლის 14 ნოემბერს დათხოვნაში ყოფნის დროს საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვნეს.

ამინდი