Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულის საკრებულო ახალი თავმჯდომარის არჩევას 11 ნოემბერს გეგმავს

თარიღი : 10-11-2016, 21:03 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულის საკრებულო ახალ თავმჯდომარეს 11 ნოემბერს აირჩევს.

როგორც საკრებულოს წევრი ვარლამ ჭიპაშვილი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სთან საუბრისას აცხადებს, საკრებულოს ახალ თავმჯდომარედ "ქართული ოცნების" წევრის, მანანა ბარბაქაძის კანდიდატურაა წარდგენილი.

"მანანა ბარბაქაძე ამჟამად საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის დროებით შემსრულებელია და ვფიქრობ, საკრებულოს თავმჯდომარეობას თავს კარგად გაართმევს,"-აცხადებს ჭიპაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს "რესპუბლიკელი" თავმჯომარე ინგა მაღრაძე დეპუტატებმა თანამდებობიდან გასულ კვირას გადააყენეს. მიზეზად მაღრაძის მიერ საკრებულოს სხვა წევრებთან კომუნიკაციის არ ქონა და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება დასახელდა.

ხატია ბანძელაძე


ნანახია: 1436-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხს მხარი საკრებულოს 22-მა წევრმა დაუჭირა.
შეგახსენებთ, რომ ინგა მაღრაძის თანამდებობიდან გადაყენება ხარაგაულის საკრებულოს წევრებმა რამდენიმე თვის წინაც მოინდომეს, თუმცა
საკრებულოს სხდომა, რომელზეც დეპუტატების თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხზე უნდა ემსჯელათ, უშედეგოდ დასრულდა.
საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, რომელიც 14 ნოემბერს გაიმართება, დეპუტატები საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მანანა ბარბაქაძის
მედიის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ პირადად გაცნობოდნენ და დაეთვალიერებიათ ის ცვლილებები, რომელიც

ამინდი