იტვირთება

ქუთაისში დავით აღმაშენებლის ძეგლი გვირგვინით შეამკეს

ქუთაისში დავით აღმაშენებლის ძეგლი გვირგვინით შეამკეს

8 თებერვალი დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა.

ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლევან სანიკიძემ, ვიცე-მერმა დავით ერემეიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ბასილაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს დავით აღმაშენებლის ძეგლი და პატივი მიაგეს დიდი მეფის ხსოვნას.

"8 თებერვალი საქართველოს ყველაზე დიდებული მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა. „დავითობა“  ყოველთვის  განსაკუთრებულად აღინიშნებოდა  ქუთაისში,  რადგან დავით IV აღმაშენებელმა სწორედ ჩვენი ქალაქიდან დაიწყო თავისი დიადი საქმეები - უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი რეფორმები და შთამბეჭდავი საბრძოლო გამარჯვებები. გაერთიანებული საქართველოს პირველი დედაქალაქიდან გილოცავთ „დავითობას“!  დაე, საქართველო ყოველთვის იყოს ისეთი  ერთიანი,  ძლიერი და დამოუკიდებელი,  როგორიც იყო დავით აღმაშენებლის დროს!“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.


ტეგები:

Facebook - კომენტარები