იტვირთება

ხონში საცხოვრებელი სახლები და ეზოები დაიტბორა

ხონში საცხოვრებელი სახლები და ეზოები დაიტბორა

უხვმა ნალექმა ხონის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.

"ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილია საცხოვრებელი ეზოები, სახლები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.
მუნიციპალიტეტში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ სპეციალური სამსახურები. 

დილიდან დაიწყო  სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე ხელმძღვანელობს,"-აცხადებენ ხონის მერიაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები