იტვირთება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი რეისებს ჩვეულ რეჟიმში იღებს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი რეისებს ჩვეულ რეჟიმში იღებს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი რეისებს ჩვეულ რეჟიმში იღებს.

"საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გუნდის ოპერატიული მუშაობის შედეგად, შესაძლებელი გახდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის უმოკლეს დროში მოგვარება,"-აცხადებენ აეროპორტების გაერთიანებაში.

“ აეროპორტის შესაბამის სამსახურებს  დილის 7 საათამდე მიეცათ დრო ჩაეტარებინა ყველა საჭირო ღონისძიება, იმისათვის, რომ ოპერირების გეგმიურ რეჟიმს დავბრუნებოდით. უმაღლესი პროფესიონალიმზი გამოიჩინეს ჩვენმა თანამშრომლებმა. რეისების გეგმიური მიღება 

დილის 4 საათიდან დაიწყო, თუმცა შექმნილი სიტუიციის  გამომწვევი მიზეზები საჭიროებს დეტალურ გამოძიებას.  ექსპერტები განაგრძობენ მუშაობას აეროპორტის ტერიტორიაზე
უხვი ნალექის პროგნოზი მომდევნო დღეებშიც არის მოსალოდნელი. შესაბამისად ჩვენ მუშაობის საგანგებო რეჟიმში ვრჩებით,"-განაცხადა აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ. 

აეროპორტის ოპერირების შეჩერება უხვმა ნალექმა და გადაუღებელმა წვიმებმა გამოიწვია.


ტეგები:

Facebook - კომენტარები