იტვირთება

"მე და ჩემი გუნდი, თითოეული ვანელის თანადგომით, შევძლებთ ჩვენს მუნიციპალიტეტს ღირსეული ადგილი ეჭიროს საქართველოს რუქაზე"

"მე და ჩემი გუნდი, თითოეული ვანელის თანადგომით, შევძლებთ ჩვენს მუნიციპალიტეტს ღირსეული ადგილი ეჭიროს საქართველოს რუქაზე"


ვანში დღეს "ვანელობის" სახალხო დღესასწაულს აღნიშნავენ.  ვანის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი მოსახლეობას დღესასწაულს ულოცავს. 

"ძვირფასო ვანელებო! გულითადად გილოცავთ ჩვენს სახალხო დღესასწაულს- „ვანელობას“.  ეს არის ჩვენი დღე, ჩვენი ზეიმი ამ მრავალსაუკუნოვანი და მდიდარი ისტორიის მქონე მიწაზე. გისურვებთ მშვიდობიან, სიკეთით და წარმატებებით სავსე  ცხოვრებას. 

  ამ დღის განსაკუთრებული მოლოდინი და სამზადისი გვქონდა.  ჩვენი დიდი სურვილია მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს და სტუმრებს დაუვიწყარი და სიყვარულით სავსე დღე ვაჩუქოთ ბევრი საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებით.

  მე და ჩემი გუნდი, თითოეული ვანელის თანადგომით, შევძლებთ ჩვენს მუნიციპალიტეტს ღირსეული ადგილი ეჭიროს საქართველოს რუქაზე კულტურული, ეკონომიკური, სოციალური, ტურისტული თუ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების თვალსაზრისით. 

 გილოცავთ ღვთისმშობლობას. დედა ღვთისმშობლის წყალობა და მადლი არ მოკლებოდეს თქვენს ოჯახებს და სრულიად საქართველოს!-ამბობს მერი. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები