იტვირთება

რას ნახავთ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში?

რას ნახავთ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში?

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ხარაგაულს ტურისტებისთვის საინტერესოს და მიმზიდველს ხდის. 

დაცული ტერიტორია საქართველოს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს, მცირე კავკასიონის მთების აღმოსავლეთ ნაწილს ქმნის და მისი საერთო ფართობი 107,649 ჰექტარს შეადგენს, 

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი ექვს მუნიციპალიტეტს მოიცავს, პარკის ყველაზე დიდი ტერიტორია ხარაგაულს ეკუთვნის. 

სულ ახლახან,  ხარაგაულში ოფიციალურად გაიხსნა ეროვნული პარკის ადმინისტრაციული და ვიზიტორთა ცენტრი.

პარკის ადმინისტრაცია ოთხი სხვადასხვა კატეგორიის დაცულ ტერიტორიას, ბორჯომის ნაკრძალს, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკს, ქცია-ტაბაწყურის, ნეძვის აღკვეთილსა და გოდერძის ნამარხი ტყის ბუნების ძეგლს მართავს.

 ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტურისტული მარშრუტების ქსელი ერთი და მრავალდღიანი ლაშქრობების საშუალებას იძლევა.

ტურისტული მარშრუტების ქსელი ზღვის დონიდან 400 მ-დან 2,642 მ-ს აღწევს. ბილიკები მარკირებული და კეთილმოწყობილია. 

ბილიკების გასწვრივ მოწყობილია ტურისტული თავშესაფრები, საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები. ასევე გამოყოფილია ადგილები ცეცხლის დასანთებად. 

ეროვნული პარკი ვიზიტორებს სალაშქრო, საცხენოსნო, ველო, თოვლის ფეხსაცმელების კულტურულ და საგანმანათლებლო ტურებს სთავაზობს.

ეროვნულ პარკში შესვლისას აუცილებელია რეგისტრაციის გავლა ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრში.

მისამართი: ხარაგაული, სოლომონ მეფის  ქ. N19

სამუშაო საათები: 09:00 - 18:00 - ორშაბათი-პარასკევი

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში 12 ბილიკია, რომლებიც გერმანიის მთავრობისა (BMZ) და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) დახმარებით მოეწყო

ნიკოლოზ რომანოვის ბილიკი

წმინდა ანდრია პირველწოდებულის ბილიკი

პანორამების ბილიკი

ხელუხლებელი ტყის ბილიკი

ზეკარის უღელტეხილის ბილიკი

ნაკვალევის ბილიკი

ეროვნული პარკის საინფორმაციო ბილიკი

მეღრუკის ხეობა

მწყემსების ბილიკი

თოვლის ფეხსაცმელების ბილიკი

თოვლის ფეხსაცმელების ბილიკი

ლიკანის ხეობის ბილიკი

ნეძვის ბილიკი

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკში მოგზაურობა წლის ნებისმიერ დროს საოცარ და დაუვიწყარ შთაბეჭდდილებებს გაჩუქებთ. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები