იტვირთება

"მეღვინეობა ხარებას" დამფუძნებელი გარდაიცვალა

"მეღვინეობა ხარებას" დამფუძნებელი გარდაიცვალა

„მეღვინეობა ხარებას“ დამფუძნებელი ვახტანგ ლიპარტიანი-ხარებავა გარდაიცვალა. ამის შესახებ კომპანია განცხადებას Facebook-ის გვერდზე ავრცელებს, სადაც გარდაცვალების მიზეზებზე არ საუბრობენ.

„უდიდესი გულისტკივილით და მწუხარებით უნდა გაცნობოთ, რომ გარდაიცვალა "მეღვინეობა ხარებას" დამფუძნებელი ვახტანგ ლიპარტიანი-ხარებავა.

ბატონი ვახტანგი იყო უაღრესად კეთილშობილი, დახვეწილი და ინტელიგენტი პიროვნება, გამორჩეული თვისებებით და მაღალი ღირებულებებით დაჯილდოებული ადამიანი, ღვთის მადლით და ნიჭით ქტიტორი. სამაგალითო იყო მისი თავმდაბლობა, მეგობრობა, ადამიანობა, ღვაწლი და სიყვარული ქვეყნისა და ეკლესიისადმი. ფასდაუდებელია მისი წვლილი კომპანიის და თითოეული ჩვენგანის განვითარებაში“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია „მეღვინეობა ხარება“ უძველეს ტრადიციებზეა დაფუძნებული, მუშაობს უნიკალური ღვინის კულტურის შენარჩუნებაზე და ღვინოს აწარმოებს უძველესი მეთოდების გამოყენებით უახლესი ტექნოლოგიებით. კომპანია 1500 ჰექტარზე მეტ მიწას ფლობს, სადაც უნიკალური ქართული და ევროპული ვაზის ჯიშებია გაშენებული. ღვინო იწარმოება აღმოსავლეთ საქართველოში - კონკრეტულად კახეთში და დასავლეთ საქართველოში - იმერეთში, რაჭასა და ლეჩხუმში. გარდა ღვინის სპეციალიზებული და ქსელური მაღაზიებისა, "ხარებას" ღვინის შეძენა შესაძლებელია კომპანიის ღვინის მაღაზიებში.


ტეგები:

Facebook - კომენტარები