იტვირთება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში VIP Lounge მოეწყობა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში VIP Lounge მოეწყობა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ინტერესთა გამოხატვით იწვევს ყველა იმ პირს, რომელიც დაინტერესებულია  დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში VIP Lounge-ის სივრცე მოაწყოს ან/და ოპერირება განახორციელოს.

აეროპორტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, VIP Lounge უნდა განთავსდეს გაფრენის დარბაზში (სარეჟიმო ტერიტორია) პირველ და მეორე სართულზე მდებარე დაახლოებით 270 კვ. მეტრ ფართში. 

დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები ბიზნეს მოდელის თაობაზე, რომლის მიხედვითაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას თანამშრომლობას შესთავაზებენ, არაუგვიანეს 2023 წლის 19 აგვისტოს ჩათვლით უნდა წარმოადგნინ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, აეროპორტი, (აეროპორტის დასახლება); განცხადების წარმოდგენა ასევე დასაშვებია  ელექტრონულ ფოსტაზე: business@airports.ge

სხვა დეტალები იხილეთ: https://www.airports.ge/index.php/ka/archive/2-news/139-2023-07-20-08-18-22 ან https://research.spa.ge/ka


 


ტეგები:

Facebook - კომენტარები