იტვირთება

"იმერეთში 50 სოფელი ადმინისტარციულ ცენტრებს არის მოწყვეტილი"

"იმერეთში 50 სოფელი ადმინისტარციულ ცენტრებს არის მოწყვეტილი"

იმერეთში თოვლის საფარისგან 112 ლოკაცია უკვე გაწმენდილია. მუნიციპალიტეტებში გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. შესაბამისი სპეც ტექნიკა დილიდან მუშაობს და ეტაპობრივად იწმინდება, როგორც სოფლის გზები ასევე მუნიციპალური ცენტრები. 

,,უხვმა თოვლმა იმერეთის 11 მუნიციპალიტეტში გარკვეული პრობლემები შექმნა, ზოგიერთ სოფელში თოვლის საფარის სიმაღლე ერთ მეტრსაც აღწევს. ამ წუთის მონაცემებით დაახლოებით 50 სოფელი არის ადმინისტარციულ ცენტრებს მოწყვეტილი, ხოლო 54 000 აბონენტი არის ელექტრო ენერგიის გარეშე. რა თქმა უნდა სამუშაოები ყველა მიმართულებით მიმდინარეობს და მობილიზებულია შესაბამისი სტრუქტურები.
 
თოვლის საფარისგან დაახლოებით 112 ლოკაცია უკვე გაწმენდილია. ასევე კომპანია ,,ენერგო პრო ჯორჯიას” ჯგუფები მუშაობენ, რათა დროულად მოხდეს მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდება. 

მთელი ღამის განმავლობაში გავაგრძელებთ მუშაობას სანამ ყველა გზა არ გაიწმინდება და ყველა აბონენტს არ აღუდგება ელექტრო ენერგიის მიწოდება,"- განაცხადა ზვიად შალამბერიძემ. 

რეგიონში უხვი ნალექი ამ დრომდე ნარჩუნდება.


ტეგები:

Facebook - კომენტარები